ურთმელიძე ტოქსიკოლოგია? არა, თერაპევტია! - სააკაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს

21.12.22 11:28
ურთმელიძე ტოქსიკოლოგია? არა, თერაპევტია! - სააკაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს პასუხობს, რომელიც ამტკიცებს, რომ მესამე პრეზიდენტის "ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერება მომწამლავი რაოდენობით არაა". 

გიული ალასანია "პირველებთან" ამბობს, რომ მალხაზ ურთქმელიძე არა ტოქსიკოლოგი, არამედ თერაპევტია: 

ბატონი ურთმელიძე ტოქსიკოლოგია?! - თერაპევტია. ჩვენ გვაქვს ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნა, იქ კი სრულიად სხვა შედეგია. ვფიქრობ, რომ ამერიკელი ტოქსიკოლოგი ამ სფეროში უფრო პროფესიონალია, ვიდრე ბატონი ურთმელიძე"- განაცხადა ალასნიამ. 

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიხეილ სააკაშვილის დედის თქმით, მესამე პრეზიდენტს "უამრავი დაავადება აღენიშნება", თუმცა "მოწამვლას უნდა ეშველოს". 

ალასანია ხვა დაგეგმილ სასამართლო პროცესზე კოემნტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მოლოდინის რეჟიმშია. 

 

მსგავსი სიახლეები