ჰგონიათ, კუნთების თამაშით ძალის დემონსტრირებას ახდენენ - მელია ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე
ნიკა მელია ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
ფაქტს ხელისუფლების მიერ დაკანონებული ძალმომრეობის უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე.
"ის რაც დღეს ხდებოდა ოზურგეთის საკრებულოში, მოძალადე "ქართული ოცნების" მიერ დაკანონებული ძალმომრეობის მკაფიო გამოვლინებაა - დაგარტყამ იმიტომ რომ შემიძლია და ამისთვის არავინ დამსჯის - ამას გვეუბნება და ქმედებით გვიმტკიცებს „ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი - როგორც ლიდერი, ისე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენს.
რატომღაც ჰგონიათ რომ კუნთების თამაშით ძალის დემონსტრირებას ახდენენ, სინამდვილეში კი ეს მორალური უძლურების ლუსტრაციაა"! - წერს ნიკა მელია.
ხმაური, ხელჩართული ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში, სულ ცოტა ხნის წინ იყო. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრები ერთამანეთს 40 წუთის განმავლობაში უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ.