მკერდით ვიცავდით, თვალთხარიას რო ეძახდნენ - ყაველაშვილი ივანიშვილის დასაცავად გახარიას უპირისპირდება

23.12.22 16:51
მკერდით ვიცავდით, თვალთხარიას რო ეძახდნენ - ყაველაშვილი ივანიშვილის დასაცავად გახარიას უპირისპირდება

ბიძინა ივანიშვილის დასაცავად გიორგი გახარიას  "ოცნებიდან ფორმალურად წასული" დეპუტატი დაუპირისპირდა.

მიხეილ ყაველაშვილმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს 20 ივნისის მოვლენები შეასხსენა და ისიც დააყვედრა რომ თანაგუნდელები იცავდნენ.

"ხო ფაქტია რო ეს ადამიანები ჩემი თანამებრძოლები იყვნენ და აგენტები აღმოჩნდნენ. ამ ფერხულში რო ჩაერთვები აგენტი ხარ.  

გახარია აქ არ იყო მკერდით რომ ვიცავდით, თვალთხარიას რო ეძახდნენ და მკერდით ვიყავით გადაფარებული. აგენტურაა აბა რა არის? რა არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს.  

აორთქლებულია გახარია,  მაგის სიტყვას არ აქვს ფასი. ვის რა უნდა მოკითხოს". - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშილის არაფორმალურ მმართველაბაზე ალაპარაკდა.

გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან იმისთვის წავიდა, რომ  ხელისუფლებაში დარჩენილიყო.