კინზინგერი კობახიძეს: ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა

24.12.22 13:40
კინზინგერი კობახიძეს: ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი,  ვინც  შენს ქვეყანაში შემოიჭრა

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას "ტვიტერზე" ეხმიანება. 

საუბარია კობახიძის კომენტარზე, სადაც მან თქვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ფასი არ აქვს. მაია სანდუს კი ურჩია, რომ "თავის მე-6 პრეზიდენტ პატიმარს მიხედოს". 

ერთხელ პუტინიც ახსენე, ირაკლი... იცი, ვინც შემოიჭრა შენს ქვეყანაში, მოკლა ადამიანები და ამ დრომდე ოკუპირებული აქვს. შენი რეალური მტერი... არა?"- დაწერა კონგრესმენმა.