სააკაშვილს ან ვკლავთ ან სიცოცხლის უფლებას ვაძლევთ - გიორგი სააკაშვილი

25.12.22 11:18
სააკაშვილს ან ვკლავთ ან სიცოცხლის უფლებას ვაძლევთ - გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სახელმწიფოს ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ კვლევას არ ენდობა. მესამე პრეზიდენტის ძმა ამბობს,  რომ სააკაშვილს კვლევა მხოლოდ უცხოელმა ექსპერტებმა უნდა ჩაუტარონ.

გიორგი სააკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებამ ექსპრეიდენტი ან უნდა მოკლეს, ან სიცოცხლის უფლება მისცეს. 

ჩვენ კარგად ვიცით ჩამონათვალი სამხარაულის ბიუროსი, რომ ის ანალიზები, რომლის გაკეთებაც დაჩქარებული წესით უნდათ, უბრალოდ, საქართველოში ვერ ხერხდება, ამიტომ ადვოკატმა უკვე გააჟღერა ოჯახის მოთხოვნა, რომ მხოლოდ საზღვარგარეთიდან მოწვეული ექსპერტებით უნდა  მოხდეს, რომ იყოს სანდოობის მომენტი. მე რა კადრებიც ვნახე ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც მოხდა მიშას ჩართვა, აბსოლუტურად სხვა ადამიანია. კითხვას დავსვამ, რომ „გაუძლებს ადამიანი?“ მე თვითონვე გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ გაუძლებს, ამიტომ ან ვკლავთ ადამიანს, ან ვაძლევთ სიცოცხლის უფლებას, - ამბობს გიორგი სააკაშვილი.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მამუკა ჯანგულაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის შეფად პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 10 მარტს დანიშნა .

ის წლების განმავლობაში იყო ფინანსთა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე.

სახელმწიფო ექსპერტიზის ყოფილი შეფი ლერი ბარნაბიშვილი კი პრემიერმა საკუთარ ადმინისტრაციაში წაიყვანა.

ორივეს მათგანს ახლო კავშირი  აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და ისინი პრემიერი ნდობით აღჭურვილი პირები არიან.

ასევე "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ მამუკა ჯანგულაშვილს ახლო კავშირი აქვს ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის შემნარჩუნებელთან და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარ ოთარ ფარცხალაძესთან.