"ფიქციაა, ფრჩხილით და თმით კვლევის ჩატარების ლიცენზია სამხარაულის ექსპერტიზას არ აქვს" - ლევან ფერაძე

25.12.22 11:34
"ფიქციაა, ფრჩხილით და თმით კვლევის ჩატარების ლიცენზია სამხარაულის ექსპერტიზას არ აქვს" - ლევან ფერაძე

"ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სკანდალურ რეპორტაჟს მედიკოსები  გამოეხმაურნენ. ქირურგი ლევან ფერაძე პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს და ფრჩხილით და თმით ტოქსიკოლოგიური ანალიზის ჩასატარებლად არც შესაბამისი აპარატურა და არც ლიცენზია გააჩნია.

არა მარტო ღარიბაშვილთან აქვს მას ურთიერთობა, ის არის ყოფილი პროკურორის უახლოესი მეგობარი, ბოტასების ქურდის უახლოესი მეგობარი. მეორე, მთელი კომიზმი სიტუაციის არის იმაში, რომ ფრჩხილით და თმით ჩატარების ლიცენზია სამხარაულის ექსპერტიზას არ აქვს და არც ხელმისაწვდომი აპარატურა არ აქვს, რომლითაც თმის და ფრჩხილის ექსპერტიზა კეთდება. ამიტომ ეს ყველაფერი არის ფიქცია, - ამბობს ქირურგი ლევან ფერაძე. 

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მამუკა ჯანგულაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის შეფად პირადად ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 10 მარტს დანიშნა .

ის წლების განმავლობაში იყო ფინანსთა სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე.

სახელმწიფო ექსპერტიზის ყოფილი შეფი ლერი ბარნაბიშვილი კი პრემიერმა საკუთარ ადმინისტრაციაში წაიყვანა.

ორივეს მათგანს ახლო კავშირი  აქვს ირაკლი ღარიბაშვილთან და ისინი პრემიერი ნდობით აღჭურვილი პირები არიან.

ასევე "შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ მამუკა ჯანგულაშვილს ახლო კავშირი აქვს ივანიშვილის არაფრომალური მმართველობის შემნარჩუნებელთან და ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარ ოთარ ფარცხალაძესთან.