არ ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო ექსპერტიზას საზოგადოებაში საკმარისი სანდოობა გააჩნია - დაუშვილი

25.12.22 11:39
არ ვარ დარწმუნებული, რომ სახელმწიფო ექსპერტიზას საზოგადოებაში საკმარისი სანდოობა  გააჩნია - დაუშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის მიმართ საზოგადოებაში სანდოობა არ არის. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟზე, საიდანაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ექსპერტიზის შეფად ირაკლი ღარიბაშვილმა სანდოობით აღწურვილი პირი მამუკა ჯანგულაშვილი დანიშნა. 

ეს ექსპერტიზა იქნება ქვეყნის შიგნით, იქნება ქვეყნის გარეთ თუ სადაური იქნება, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დასკვნას უნდა ჰქონდეს ნდობა ანუ ეს დასკვნა არ უნდა აჩენდეს ეჭვებს, რომ იქ შეიძლება რაღაცა მანიპულაციის რისკები. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ ექსპერტიზას საკმარისი სანდოობა საზოგადოებაში გააჩნია იმისთვის, რომ სივრცე არ გაჩნდეს პეკულაციებისთვის, - თქვა დაუშვილმა.