ვინ ააცალა სკამი პრეზიდენტს - რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ არ აქვს ინფორმაცია, რა მიზეზით არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი "ელჩების კონფერენციას".
"ტვ პირველის" კითხვაზე, ვინ ააცალა პრეზიდენტს სკამი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ "ოს საგარეო საქმთა სამინისტროს არ წარმოადგენს":
არც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოვადგენ და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მე ვიყავი მიწვეული, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ღონისძიებაზე გამოვედი სიტყვით. არც ღონისძიება იყო პარლამენტის"- თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პირველ რიგში ოთხი სკამი დგას, ერთ-ერთს სალომე ზურაბიშვილის სახელი და გვარი აწერია.
ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კადრში პროტოკოლის თანამშრომელი ჩნდება, რომელიც სავარაუდოდ დირექტივას იღებს და პრეზიდენტის სკამი გააქვს.