ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები ჯიბეში ჩაიდო - პაატა მანჯგალაძე
ივანიშვილმა სახელმწიფო ინსტიტუტები ჯიბეში ჩაიდო, - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ამბასადორიალზე მომხდარ ინციდენტს, სადაც სალომე ზურაბიშვილს სკამი ააცალეს.
ეს არის მათი ბუნება, „ქართული ოცნების“ ბუნება. ის, რომ პრეზიდენტის გადასმა უნდოდათ გათბობის სისტემის მილთან, ეს არ მეტყველებს დადებითად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, ეს მეტყეველებს, რომ ინსტიტუტები ჩაიდო ივანიშვილმა ჯიბეში, - თქვა მანჯგალაძემ.