სად არის ანალიზები? - 15 წლის მოზარდის დედა სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულ კაცს იცავს

30.04.21 16:49
სად არის ანალიზები? - 15 წლის მოზარდის დედა სექსუალური ძალადობისთვის გასამართლებულ კაცს იცავს

15 წლის მოზარდის დედა, "ტვ პირველთან"  ამბობს, რომ 69 წლის კაცს მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება არ ჩაუდენია. 

მეტიც, ქალი აღნიშნავს, რომ ბრალდებული 16 წლით ციხეში არ უნდა გაეშვათ, რადგან ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. 

უდანაშაულო კაცს 16 წელი მიუსაჯეს... სად არის ჩემი შვილის ექსპერტიზის პასუხები?! ჩემი შვილი ამბობს, რომ არ უძალადიაო. მე ჩემ შვილს ვენდობი და არა მეზობელს. ჩემი შვილიც ამბობს რომ ციხეში უდანაშაულო კაცი ჩასვეს", - ამბობს არასრულწკივნის დედა. 

15 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ 69 წლის კაცს 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

გამოძიების ინფორმაციით,  მამაკაცი არასრულწლოვანი მეზობელი ბიჭის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ჩადიოდა, მათ შორის ხალხმრავალ ადგილებში. 

 

მსგავსი სიახლეები