პრემიერის პაროდია და სამარცხვინო არარაობა - გიგა ბოკერია ღარიბაშვილზე

27.12.22 18:02
პრემიერის პაროდია და სამარცხვინო არარაობა - გიგა ბოკერია ღარიბაშვილზე

პრემიერის პაროდია და სამარცხვინო არარაობა - ასე აფასებს ,,ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს. 

გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური გამოსვლა შეაფასა. 

პრემიერის პაროდიაა, ასეთი ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, ასეთ ისტორიულ მომენტში, ამაზე ალბათ ვიცინებდით.  სამარცხვინო არარაობა ჰყავს დანიშნული ივანიშვილს. 

ღარიბაშვილი ყოველ ჯერზე ახერხებს, რომ მაინც გამოიჩინოს თავი. უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვისასაც კი ,,იწვება", რადგან არ უსურვებს, სიტყვა ,,გამარჯვება" არ უნდა თქვას. - აცხადებს გიგა ბოკერია.

"უკრაინას ომის სწრაფად დასრულებას ვუსურვებ" - თავის ყოველწლიურ გამოსვლაში პრემიერმა ღარიბაშვილმა ომში მყოფ ქვეყანას გამარჯვება არ უსურვა.

მსგავსი სიახლეები