სრული სისულელეა - ირაკლი კობახიძე საქართველოში პუტინის წარმოამდგენლის შესაძლო ვიზიტზე

27.12.22 18:11
სრული სისულელეა - ირაკლი კობახიძე საქართველოში პუტინის წარმოამდგენლის შესაძლო ვიზიტზე

სრული სისულელეა - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით პუტინის პირადი წარმოამდგენელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი, სერგეი კირიენკო, ჩამოსვლას გეგმავს.

გირჩევთ, რომ სხვა რაღაცეებზე გააკეთოთ აქცენტი. ასეთ სისულელეებზე რა კომენტარი გავაკეთო არ ვიცი. რა თქმა უნდა, სრული სისულელეა, რაზეც არის საუბარი, არ ჩამოდის - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ერთდღიანი არაოფიციალური ვიზიტით ჩამოსვლას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი, სერგეი კირიენკო გეგმავს - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Генерал СВР კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები