პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარედ უარესის შერჩევას ცდილობს - სარჯველაძე

28.12.22 13:41
პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარედ უარესის შერჩევას ცდილობს  - სარჯველაძე

,,ქართული ოცნება"  პრეზიდენტის წარდგენილ კანიდატებს მხარს ისევ არ დაუჭერს. მმართველი პარტიისთვის მიუღებელია  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის იმ კანდიდატების სია, რომელიც ზურაბიშვილმა პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მიხეილ სარჯველაძისთვის, გაუგებარია, რატომ იქცევა ასე პრეზიდენტი და რატომ ცდილობს ,,უარესისი შერჩევას".

არ მგონია, რომ ვინმეს ჰქონოდა მიზეზი თუნდაც ჩატარებული არჩევნების გამოცდილების გათვალისწინებით. ანუ ამ კაცს არაფერი დაეწუნება. მაგრამ მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლება კალანდარიშვილს არაფერს უწუნებს, ამიტომ ვიწუნებთ ჩვენო. ეს აბსურდია. 

უკეთესია უარესის არჩევა, თუ უკეთესია უკეთესის არჩევა? ეს არის რიტორიკული კითხვა, რომელიც უნდა დავსვათ. 

არასწორია ეს ნაბიჯი, ჩემი აზრით, როცა ხდება ასეთი კანდიდატის წარმოდგენა. როცა შენ ამ ფონზე იღებ გადაწყვეტილებას, რომელზეც ყველა თანხმდება, რომ არის არა საუკეთესოს შერჩევა, არამედ ბევრად უფრო დაბლაა დაწეული თამასა და უარესის შერჩევა ხდება, ეს იმას მოწმობს, რომ ეს პარადოქსია - ამბობს მიხეილ  სარჯველაძე. 

უკვე მეორედ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტისთვის გადაგზავნილ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს შორის ,,ოცნების" ფავორიტი გიორგი კალანდარიშვილი არ დაასახელა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები