ზურაბიშვილის ,,პრინციპულობა" მინიმუმ თამაშია და მაქსიმუმ შეთანხმებულია საქოცეთთან - ხათუნა გოგორიშვილი

28.12.22 14:18
ზურაბიშვილის ,,პრინციპულობა" მინიმუმ თამაშია და მაქსიმუმ შეთანხმებულია საქოცეთთან - ხათუნა გოგორიშვილი

რატომ არ უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლების ფავორიტ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს? ოპოზიციაში აზრი ორად იყოფა. 

ხელისუფლების ოპონენტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლების თამაშს თამაშობს და თავისი ქმედებით ხელს უწყობს, რომ გიორგი კალანდარიშვილი ცესკო-ს თავმკდომარის პოსტზე მუდმივად იყოს.

იმდენად უაზრო არის, ვის წარადგენს სალომე ზურაბიშვილი და ვის არ წარადგენს, მთავარი არის ერთი რამე: ახლა იმით, რომ კალანდარიშვილი არ წარადგინა, პროცესი როგორ გაგრძელდება? გაგრძელდება ისე, რომ კალანდარიშვილი გააგრძელებს მოვალეობის შესრულებას. არაფერი იცვლება. 

სალომე ზურაბიშვილს რაზეც აქვს ბერკეტი, იმას არ იყენებს. მით უმეტეს, სადაც არ შეუძლია ზეგავლენის მოხდენა, მე მისი ,,პრინციპულობა" მგონია მინიმუმ თამაში და მაქსიმუმ, შეთანხმებული საქოცეთთან. - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ხათუნა გოგორიშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციაში გავრცელებულ სხვა შეხედულებას, პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს პრინციპულობას უწონებს. 

ეს არის საკმაოდ პრინციპული პოზიცია პრეზიდენტის. რა თქმა უნდა, კალანდარიშვილი, როგორც ხელისუფლების კადრი, არ უნდა იყოს წარდგენილი. თუმცა, ,,ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რათა ვადაგასული კალანდარიშვილი შესაძლოა, ცხოვრების ბოლომდე დარჩეს ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად. - ამბობს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სერგო ჩიხლაძე. 

საქართველსო პრეზიდენტმა უკვე მეორედ მხარი არ დაუჭირა ხელსიუფლების მიერ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ გიორგი კალანდარიშვილს და პარლამენტს დასამტკიცებლად სხვა კანდიდატები წარუდგინა.  

მსგავსი სიახლეები