უცხოპლანეტელის ჩამოფრენასავით ისტორიას ყვებით - ქადაგიშვილი კირიენკოს საიდუმლო ვიზიტზე
იყოფებოდა თუ არა საქართველოში პუტინის ახლო გარემოცვის წევრი საიდუმლო ვიზიტით? - "ოცნებაში" ფაქტს აბსურდს უწოდებენ.
ირაკლი ქადაგიშვილი კირიენკოს საიდუმლო ვიზიტზე დასმულმა კითხვამ გააღიზიანა და ვიზიტის ნამდვილობა უცხოპლანეტელის ჩამოფრენის ისტორიას შეადარა.
აბსურდს ლაპარაკობთ, უცხოპლანეტელის ჩამოფრენასავით ისტორიას ყვებით და მეუბებით დანამდვილებით იყო თუ არა. ეს არის მოგონილი აბსურდი იმისთვის, რომ საქართველოს იმიჯი შეულახონ. ამას ვიღაცა იტყვის, მერე დადგებით, დაიწყებთ ამის პროპაგანდირებას. უარიც და ყველანაირი უარყოფაც ყველაფერი პროპაგანდად ჩაითვლება. წადით და საბავშვო ბაღში დასვით ეგეთი უაზრო კითხვები“, - თქვა ქადაგიშვილმა.