შეეშინდა თუ არა სასამართლოს დაანონსებული მამხილებელი დოკუმენტების - სააკაშვილის ადვოკატი გადადებულ პროცესზე
შეეშინდა თუ არა სასამართლოს დაანონსებული მამხილებელი დოკუმენტების - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი სწორედ "ტვ პირველის" ეთერით დაანონსებული მამხილებელი დოკუმენტების გამო გადაიდო.
ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის პროცესი იმიტომ გადადეს, რომ რამე ახალი სამხილი მოიფიქრონ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა გვეჩვენებინა მოსამართლისთვის, რა ყალბ კითხვებს აძლევდა მოწინააღმდეგე მხარე ამერიკელ ექსპერტს ვითომ ,,გამოჭერის" მიზნით. ვაპირებდით, ეს დოკუმენტი გაგვეჟღერებინა.
რადგან თქვენი ეთერით გავიდა ეს ყველაფერი, შესაბამისად, გარკვეული დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაც ახალი მოიფიქრონ, მაგრამ უბედურება იმაშია, თავადაც წაკითხული არ აქვთ ის საქმე, რაზეც დავობენ.
ანუ მათი ინტერესი ის კი არ არის, გაარკვიონ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ შეასრულონ პოლიტიკური დავალება, რომ მიიღონ მონაწილეობა საკაშვილის მკვლელობაში.
სააკაშვილი რს არის მხოლოდ ღმერთისა და რამდენიმე კეთილსინდისიერი ექიმის იმედზე - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.