მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისს - პაპუაშვილი ეპისტოლეზე
მნიშნელოვანია, რომ ყველამ უსმინოს საკუთარ სინდისს, - ამის შესახებ სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო წირვის შემდეგ პარლამენტის თავმდჯომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ჯერზეც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში ყურადღება მათავარ საკითხებზე იყო გამახვილებული, მათ შორის, სინდისზე, როგორც უფლის სიტყვაზე.
ამ ჯერზეც ეპისტოლეში იყო მთავარ საკითხებზე საუბარი და მე მთავარს ალბათ გამოვყოფდი იმ საკითხს, რომელიც შეეხებოდა სინდისს, როგორც ადამიანში უფლის სიტყვას და იმას, რომ ყველამ უნდა უსმინოს და დღევანდელ საზოგადოებაში, როდესაც ბევრი დაბნეულია, ბევრი ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უსმინოს საკუთარი სინდისს ანუ უფლის ხმას. ეპისტოლე არის საკითხი, რომელშიც მნნიშნელოვანი დეტალებია, ის, რაც სულიერ ცხოვრებისთვის არის გადამწყვეტი და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მნიშვნელოვანი საკითხები იყო ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის ხაზგასმული, - თქვა პაპუაშვილმა.