სააკაშვილი პროცესს ვერ დაესწრება... მთელი მენდელეევის ტაბულა აქვს ორგანიზმში - გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილი შობის დღესასწაულს "ვივა-მედის" საკნად ქცეულ პალატაში შეხვდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს შობა პირველად ექიმებმა მიულოცეს.
კლინიკაში სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მისმა დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა. მისი თქმით, 9 იანვარს ჩანიშნულ პროცესს პატიმარი პრეზიდენტი ფიზიკურად ვერ დაესწრება. ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი პროცესზე ჩართვას ვერც დისტანციურად შეძლებს.
არა მგონია, რომ ახლა შეძლოს... ახლა სუსტად არის... დეტოქსიკაცია ხომ არ მომხდარა და მთელი მენდელეევის ტაბულა აქვს ადამიანს სხეულში და სანამ ეს დეტოქსიკაცია არ მოხდება, მოწამლულია კაცი...რა გასაკვირია, - თქვა ალასანიამ.