სააკაშვილი მედიკოსების რჩევებს ხშირად არ ითვალისწინებს - შალვა პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილტან მიმართებაში "ქართული ოცნება" რიტორიკას არ ცვლის. პარლამენტის თავმჯდომარის მტკიცებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სააკაშილის პუტინის ტყვეა, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.
ამასთან, შალვა პაპუაშვილი მესამე პრეზიდენტს მოუწოდებს, "ვივა-მედის" ექიმებს დაემორჩილოს და მედიკოსების რჩევები გაითვალისწინოს.
თუკი სანდრო გვირგვლიანის მკვლელის ხელის დამფარებლის ციხეშ ყოფნა არის პუტინის ინტერესი, თუკი ვალერი გელაშვილის ცემის ორგანიზატორის ციხეში ყოფნა არის პუტინის ინტერესი, მემგონი, ადამიანს აქ არეული აქვთ ერთმანეთში რა არის მართლმსაჯულება და რა არის პოლიტიკა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მართლმსაჯულებას ხელი არ შეეშალოს და ასეთი განცადებები მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება, ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების აღსრულებას. მნიშველოვანია, რომ ის მკურნალობა, რომელსაც ის გადის კლინიკაში, ამ მკურნალობას აუბას მანაც მხარი და ჩვენ უბრალოდ, ვიცით კლინიკისგანაც, რომ სამწუხაროდ, ხშირად ის არ ითვალისწინებს კლინიკის რჩევებს, - ამბობს პაპუაშვილი.