არანაირი „ჩვენთან ერთად“ არ არსებობს - პაპუაშვილი პრეზიდენტზე

07.01.23 15:15
არანაირი „ჩვენთან ერთად“ არ არსებობს - პაპუაშვილი პრეზიდენტზე

რატომ არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საშობაო წირვას - პარლამენტის თავმდჯომარე მიზეზს არ ასახელებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის გვერდზე დგას, რადგან წირვას ყველა ინდივიდუალურად ესწრება. 

არანაირი „ჩვენთან ერთად“ არ არსებობს. ეს გახლავთ შობის დღესასწაული, წირვა ეკლსიაში, რომელსაც ყველა ესწრება ინდივიდუალურად როგორც საქართველოს ეკლესიის მრევლი. აქ არანაიარად არ ნიშნავს, რო ვიღაცა ვიღაცასთან დგას თუ არ დგას. ჩვენ ყველა ვდგავართ ჩვენს ეკლესიაში და ეს არის მთავარი, - თქვა პაპუაშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილის საშობაო წირვას არსად დასწრებია. აღნიშნული ინფორმაცია "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.  

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი სადღესასწაულო წირვას არ დაესწრო. წელს პირველად, პრეზიდენტი და პრემიერი გვერდიგვერდ არ იდგნენ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები