ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ზურაბიშვილი საშობაო წირვაზე მათთან არ ყოფილიყო - ბაჩო დოლიძე

07.01.23 15:22
ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ზურაბიშვილი საშობაო წირვაზე მათთან არ ყოფილიყო - ბაჩო დოლიძე

საშობაო წირვაზე პრეზიდენტის არყოფნა ენმ-ს წევრს, ბაჩო დოლიძეს არ გაჰკვირვებია. ოოზიცის წევრის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ წუხელ სალომე ზურაბიშვილი მათ გვერდზე არ მდგარიყო. 

არ გამიკვირდება, რომ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ სალომე ზურაბიშვილი  იქ არ ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ ამ ყველაფერს, გამომდინარე იმ დამოკიდებულებიდან, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩანს, მათ შორის. ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მმართველ გუნდს შორის არის დაპირისპირება, - თქვა დოლიძემ.  

სალომე ზურაბიშვილის საშობაო წირვას არსად დასწრებია. აღნიშნული ინფორმაცია "პირველებს" პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.  

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პრეზიდენტი სადღესასწაულო წირვას არ დაესწრო. წელს პირველად, პრეზიდენტი და პრემიერი გვერდიგვერდ არ იდგნენ. 

 

მსგავსი სიახლეები