გონების კარგვა და სისუსტე - სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერც დისტანციურად ჩაერთვება

07.01.23 20:16
გონების კარგვა და სისუსტე - სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერც  დისტანციურად ჩაერთვება

ორი დღე გადამწვეტ სასამართლო პროცესამდე და დრო, რომელიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მუშაობს - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პროცესს დიდი ალბათობით ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრება.  მძიმე ცნობები მესამე პრეზიდენტის შესახებ დღეს "ვივა-მედიდან" გიული ალასანიამ გამოიტანა. ალასანის თქმით, ბოლო გონების დაკარგვის შემდეეეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უფრო დასუსტდა.

ამ დრომდე "ვივა-მედი" ვერ  ამბობს, რატომ წაუვიდა გული მიხეილ სააკაშვილს. კვლევები ჩატარდა, თუმცა პასუხები არ ჩანს. ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ მარიამ ჯიშკარიანის პროგნოზით, მოსალოდნელია კომა.

უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები