სააკაშვილი ბროუდერს: "ციხეში მკლავენ, ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში"

08.01.23 12:34
სააკაშვილი ბროუდერს: "ციხეში მკლავენ, ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში"

"ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ." - საქართველოს მესამე პრეზიდენტი "მაგნიტსკის სიის" ავტორის მიმართავს. მიხეილ სააკაშვილი ბილ ბროუდერის  სთხოვს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში დაეხმაროს.

"ციხეში მკლავენ ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო ღიად და საჯაროდ. ჩემი თხოვნაა, დავეხმაროთ ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში წინასწარ, ფატალური შედეგის მოლოდინის გარეშე. ყველა სახელი საკმაოდ საჯაროა და რაც მათ გამოარჩევს არის დაუსჯელობის გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია პუტინის უძლეველობის რწმენასთან. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პუტინის დღეები დათვლილია და ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ვიცოცხლო მის დასასრულამდე. ამასობაში ჩემი ჯანმრთელობა დღითიდღე უარესდება და ადგილობრივი ოლიგარქიული ნაძირალები უბრალოდ დასცინიან ჩემს გაუარესებულ მდგომარეობას. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მთელი თქვენი ინტელექტუალური პოტენციალით, მებრძოლი სულით და ფართო კონტაქტებით", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბილ ბროუდერმა 23 დეკემებრს გამოქვეყნებულ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კვდება და  ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება. 

ბროუდერი თვლის, რომ სააკაშვილს ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო ევაკუაცია ევროპაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მკვლელობა იქნება. 

მსგავსი სიახლეები