სააკაშვილს პუტინის დავალებით ციხეში კლავენ - ნადირაძე "მაგნიტსკის სიის" ქართული ანალოგის შექმნას მიესალმება

08.01.23 15:19
 სააკაშვილს პუტინის დავალებით ციხეში კლავენ - ნადირაძე "მაგნიტსკის სიის" ქართული ანალოგის შექმნას მიესალმება

ინიციატივას, რომ შეიქმნას ე.წ. მაგნიტსკის აქტის ქართული ანალოგი საკრებულოს დეპუტატი, ირაკლი ნადირაძე მიესალმება. 

ენმ-ს წევრის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ "ვინ კლავს მიხეილ სააკაშვილს". 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ეს მდგომარეობა დღითიდღე უფრო მძიმდება. ამ ქვეყანაში რომ სასამართლო სასამართლოს გავდეს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული. 

მიხეილ სააკაშვილს პუტინის გეგმის შესაბამისად კლავენ ციხეში. გვარები და სახელებიც ცნობილია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. შესაბამისად, რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს ამ სიაზე მუშაობა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინს და მის წარმომადგენლებს ამ ქვეყანაში განწირული ჰყავთ სასიკვდილოდ"- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

მიხეილ სააკაშვილი ბრაუდერს ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დახმარებას სთხოვს 

მსგავსი სიახლეები