მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

08.01.23 20:13
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება

გადამწყვეტ სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათი დარჩა. ხვალ, 12:00 საათზე მოვლენების ეპიცენტრი ისევ თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება.

პროცესი, რომელზე დასწრებასაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ყველაზე მეტად უნდოდა, მის გარეშე ჩაივლის. დამძიმებული მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძეს ვერც დისტანციურად ერთვება.

ბოლო ცნობებით, დაპატიმრებულ პრეზიდენტს გადადგილებაც კი უჭირს. სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ახალი მიმართვა გაავრცელა. წერილის ადრესატი ბილ ბრაუდერია, მაგნიტსკის სიის ავტორს, მესამე პრეზიდენტი სიის ქართული ანალოგის შექმნას სთხოვს.

გადამწყვეტი პროცესი სააკაშვილის გარეშე - ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში 

 

მსგავსი სიახლეები