მაღალი პასუხისმგებლობა და დაბალი ანაზღაურება - დამრიგებლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ
მაღალი პასუხისმგებლობა და დაბალი ანაზღაურება, დამრიგებლები ხელფასის გაზრდას ითხოვენ. დამრიგებლის დანამატი მხოლოდ 80 ლარია. ეს თანხა კი ხშირად სატელეფონო ხარჯებსაც ვერ ფარავს, რადგან პედაგოგებს ყოველდღიურად უწევთ მშობლებთან კომუნიკაცია. რეგიონებში არსებობს ტრანსპორტირების პრობლემაც, სახელმწიფო არ აძლევს მასწავლებელს უფლებას ისარგებლოს ტრანსპორტით რომელსაც ბავშვები სკოლამდე მიჰყავს.
ხელფასის გაზრდის მოთხოვნით უკვე შექმნილია პეტიციაც, რომელსაც ათასობით მასწავლებელი აწერს ხელს, განათლების სამინისტროში ჯერ კიდევ აგვისტოში დამრიგებლებს შეჰპირდნენ რომ ხელფასებს მოუმატებდნენ, მას შემდეგ რაც ფინანსთა სამინისტროსთან გაივლიდნენ კონსულტაციას და ბიუჯეტი დამტკიცდებოდა.
შემდეგი წლის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა მასწავლებლების ხელფასის მატება იქ ასახული არ არის. რაც ნიშნავს იმას რომ განათლების სამინისტრომ პირობა პირობად დატოვა.
განათლების სფეროში პროტესტი უკვე დაწყებულია, პედაგოგები ამბობენ რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობას დადებითი შედეგები არ მოჰყვება.