"პირველების" ინფორმაციით, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ნევროლოგი შახინ ემანუელ ლახანი დაიკითხება
"პირველების" ინფორმაციით, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ნევროლოგი შახინ ემანუელ ლახანი დაიკითხება.
ეს არის ადამიანი, რომელიც შტატებიდან მიხეილ სააკაშვილის შესამოწმებლად იყო ჩამოსული.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ადვოკატი დღევანდელ სხდომაზე დააყენებს შუამდგომლობას, რომ მესამე პრეზიდენტის პროცესები ყოველდღიურად ჩაინიშნოს.
დღეს დაიკითხებიან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები.
დღეს ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანი და თამარ დავარაშვილი არ დაიკითხებიან. სხვა ექსპერტები დაიკითხებიან. ასევე იქნება შუამდგომლობა, რომ სასამართლო პროცესები ჩაინიშნოს ყოველდღიურად“, - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყება.