მაგნიტსკის სიის მსგავსად, დაიწერება იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც საკაშვილს წამებით კლავენ - ნადირაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, პუტინი და ივანიშვილი სააკაშვილს ციხეში წამებით კლავენ.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ძალიან მალე დაიწერება მაგნიტსკის სიის მსგავსი სია იმ ადამიანებისა, რომლებიც საკაშვილს წამებით კლავენ.
"საზოგადოებამ გაიგო, რომ პუტინი, პუტინის გარემოცვა და ივანიშვილი კლავს მესამე პრეზიდენტს წამებით. ამიტომაც, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე კონკრეტული სახელები და გვარები დაიწერება, მაგნიტსკის სიის მსგავსად, რომლის სათავეშიც იქნება ბიძინა ივანიშვილი. ასევე სიაში იქნებიან ის მოსამართლე, პროკურორები, ციხის ზედამხედველი, რომლებმაც მიხეილ საკაშვილის წამებაში მიღო მონაწილეობა და ამას ექნება დიდის აერთასორისო გამოხმაურება და სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ, როგორც არ უდნა უნდოდეს ეს რუსეთის მონებს და მსტოვრებს ამ ქვეყანაში, აუცილებლად მოუწევთ“, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.