მაგნიტსკის სიის ავტორი ყველა იმ ადამიანის მონაცემებს ითხოვს, ვინც სააკაშვილი ციხეში ამ დღეში ჩააგდო
მაგნიტსკის საერთაშორისო სანქციების სიის ავტორი, სააკაშვილის თანაგუნდელებისგან ყველა იმ ადამიანის მონაცემებს ითხოვს, ვინც მესამე პრეზიდენტი ციხეში ამ დღეში ჩააგდო. ბილ ბროუდერმა განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა.
“მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ” - ასე პასუხობს "მაგნიტსკის სიის" ავტორი ბილ ბროუდერი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.
ბროუდერი მაგნიტსკის სიის ავტორია. მან დაწერა, წლების წინ პუტინის რეჟიმის მსხვერპლის, რუსულ ციხეში გარდაცვლილი სერგეი მაგნიტსკის სია. სწორედ ამ სიით დაასანქცირეს რუსი მოსამართლეები, პროკურორები და ციხის თანამშრომლებვი, ვინც პუტინის რეჟიმის პოლტიპატიმრის მკველობაში დაეხმარა.