"ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომ სააკაშვილი, ნებისმიერ ფასად გაიყვანონ პოლიტიკური სცენიდან - მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის პაატა მანჯგალაძეს დღევანდელი სასამართლოს იმედი არ აქვს.
ოპოზიციონერი ამბობს, რომ "ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომ სააკაშვილი, ნებისმიერ ფასად გაიყვანონ პოლიტიკური სცენიდან.
გადაწყვეტილება ხდება არა სასამართლო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკური სცენიდან გაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი, ნებისმიერ ფასად. თუ ჩვენ თბილად ვისხდებით სახლშ, რა ტქმა უნდა ისინი ამას შეძლებენ, მაგრამ თუ იქნება პროტესტი, რა თქმა უნდა ამას ვერ შეძლებენ“, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.