მხოლოდ ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ხარობენ სააკაშვილის მდგომარეობით - ხაბეიშვილი

09.01.23 12:45
მხოლოდ ოფიციალური მოსკოვი და თბილისი ხარობენ სააკაშვილის მდგომარეობით - ხაბეიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს, არ აქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე მისულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მხოლოდ ოფიცილაური მოსკოვი და თბილისი ხარობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით.
 

ჩვენ ვხედავთ დასავლური სამყაროს და მედიის აქტიურ მხარდაჭერას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. თუ ვინმე სადმე არსებობს, ყველა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებაზე საუბრობს, გარდა ორი ქვეყნისა, ესაა ოფიციალური მოსკოვი და ოფიციალური თბილისი. 

ჩვენდა სამწუხაროდ, ეს ორი ოფიციალური მხარე ხარობს პრეზიდენტ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნით. 

რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს ამ ე.წ. სასამართლოსი, მოგატყუებთ, რადგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს. წელავენ, აჭიანურებენ პროცესს იმის ნაცვლად, რომ მოკლე ვადაში ფორსირებულად მოეხდინათ გადაწყვეტილების მიღება. 

გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ თეთრი ხალათები მოიცვა, კობახიძეებმა, მდინარაძემ, ვოლსკიმ, ეს ადამიანები ისე საუბრობენ, თითქოს ჩახედული აქვთ რაიმე დოკუმენტაციაში. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის ამერიკელი ნევროლოგის,  ლახანის დაკითხვა მიმდინარეობს.