უკრაინა საქართველოს მოუწოდებს, დაუბრუნოს კომპლექსი ,,ბუკი", რომელიც მას 2008 წლის ომის დროს მიაწოდა

09.01.23 13:08
უკრაინა საქართველოს მოუწოდებს, დაუბრუნოს კომპლექსი ,,ბუკი", რომელიც მას 2008 წლის ომის დროს მიაწოდა

უკრაინა ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუბრუნოს სარაკეტო კომპლექსი ,,ბუკი", რომელიც კიევმა საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული, ანდრეი კასიანოვი, ავრცელებს.

უკრაინული მხარე მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, საქართველოსაც, მიაწოდოს სიცოცხლოდ აუცილებელი საბრძოლო ტექნიკა და მარაგი, მათ შორის, კომპლექსი ,,ბუკი", რომელიც საქართველოს გადაეცა 2008 წლის ომის დროს.

გარდა ამისა, ჩვენი მოთხოვნაა, გადმოგვეცეს ანტისარაკეტო კომპლექსი  Javelin, რომელიც თბილისს აშშ-მ გადასცა.

ასევე, კიევი არ იზიარებს ოფიციალური თბილისის ბრალდებას, რომ უკრაინა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას ცდილობს - განაცხადა კასიანოვმა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები