სააკაშვილის სიაში უნდა მოხვდნენ იუსტიციის მინისტრი და პენიტენციურის მაღალჩინოსნები - ხატია დეკანოიძე
სააკაშვილის სიაში, ე.წ. მაგნიტსკის სიაში, უნდა მოხვდნენყველა მის პირები, ვინც ჩართული იყო მესამე პრეზიდენტის მიმართ დანაშაულში, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნები - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა.
აღნიშნული განცხადება ხატია დეკანოიძემ Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, უილიამ ბრაუდერის, წერილის საპასუხოდ გააკეთა.
ყველა ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დანაშაულებრივ სქემაშია ჩართული, უნდა იყოს ისეთ სიაში, როგორიცაა „მაგნიტსკის სიაა“. ამის შემდეგ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მნიშვნელოვნად ვითანამშრომლეთ.
ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირია.
სიაში უნდა იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში არიან ჩართულები, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობას. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ ბრაუდერმა, თანხმობა განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დახმარებოდა.