,,ოცნებას" სააკაშვილის ეშინია და წყნარად მხოლოდ მაშინაა, როცა მესამე პრეზიდენტი ციხეშია - პეტრე ცისკარიშვილი
,,ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის ეშინია, ამიტომაც ზის პრეზიდენტი ციხეში - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, რეგიონებში მოგზაურობისას ის გაეცნო ადგილობრივ მცხოვრებელთა აზრს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მოსახლეობის 80%-ს არ სურს, რომ სააკაშვილი ციხეში წამებით მოკვდეს.
რამხელა პარადოქსთან გვაქვს საქმე, რამდენიმე კილომეტრში არ შეუძლია ადამიანს მოსვლა და სასამართლო პროცესებზე დასწრება, ამ დროს კი განვიხილავთ, არის თუ არა სააკაშვილი შეუძლოდ. მაისის თვეში კი თავისი ფეხით შევიდა ,,ვივა მედის" კლინიკაში. ახლა კი გადაადგილება არ შეუძლია, საკვებს ვერ იღებს, წონაში კატასტროფული კლება აღენიშნება.
რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის 80% თანხმდება, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ნელი წამებით სიკვდილი არ უნდა დავუშვათ.
მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ის პოლიტიკური ნიშნით ზის ციხეში, ოცნებას" მისი ეშინია, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლება წყნარად მხოლოდ მაშინ არის, როცა სააკაშვილი ციხეში ზის. - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.