სააკაშვილი თავად იმსახურებს ისეთ სიაში მოხვედრას, ვინც წამებაში მიიღო მონაწილეობა - ვოლსკი

09.01.23 15:06
სააკაშვილი თავად იმსახურებს ისეთ სიაში მოხვედრას, ვინც წამებაში მიიღო მონაწილეობა - ვოლსკი

,,ქართული ოცნების" პირველი რეაქცია ბილ ბროუდენის სანქციების სიაზე - მმართველი პარტია პრაქტიკულად ალტერნატიული სიით შედგენით იმუქრება.

გია ვოლსკი ამ სიაში იმ ადამიანების შეყვანას აანონსებს, რომლებიც თავს სააკაშვილის ხელისუფლებისგან დაზარალებულად მიიჩნევენ. 

"სააკაშვილი უსაზღვრო მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული თავად იმსახურებს ნებისმიერ სახის სიაში მოხვედრას, რომელიც იმ ადამიანებს გააერთიანებს, ვინც მიიღო მონაწილეობა წამებაში, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევაში და მათ შორის, მოკვდინებაში. ანუ სააკაშვილი, სადისტური მმართველის ავტორი, სისტემური დანაშაულებრივი მმართველობის ავტორი, გაუტოლეს ადამიანს, რიომელიც ნამდვიალდ ეწამა და რომელმაც სიცოცხლე დაკარგა რეჟიმთან ბრძოლაში". - ამბობს გია ვოლსკი.

Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ ბრაუდერმა, თანხმობა განაცხადა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს  „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დახმარებოდა. 

მსგავსი სიახლეები