სააკაშვილს კატაბალახას ნაყენით მკურნალობდნენ? - რა წერია საქმის მასალებში

09.01.23 16:20
სააკაშვილს კატაბალახას ნაყენით მკურნალობდნენ? - რა წერია საქმის მასალებში

სააკაშვილს საკანში კატაბალახას ნაყენით მკურნალობდნენ? - სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საქმის მასალებში ამოიკითხა ეპიზოდი, სადაც მესამე პრეზიდენტის გონების დაკარგვაზეა საუბარი და სადაც ხაზგასმით წერია, რომ მიხეილ სააკაშვილს კატაბალახა მიეცა. 

"2022 წლის 5 მაისი - მისი გადმოცემით, დღეს საკანში ყოფნის დროს დაკარგა გონება, თუმცა სამედიცინო პერსონალისთვის აღნიშნულის შესახებ არ მიუმართავს. მოხდა გარშემოწერილობის გაზომვა, მხრის, ბარძაყის, წელის და თეძოს მიდამოებში. მიეცა კატაბალახას ნაყენი", - წერია დოკუმენტში. 

მსგავსი სიახლეები