ნორმალურია, სააკაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატთან ერთად დღეში 2 ბოთლ კონიაკს რომ მოიხმარდა? - ურთმელიძე

09.01.23 16:44
ნორმალურია, სააკაშვილი ფსიქოტროპულ პრეპარატთან ერთად დღეში 2 ბოთლ კონიაკს რომ მოიხმარდა? - ურთმელიძე

იცოდა თუ არა ნევროლოგმა, რომ სააკაშვილი დეპრესიას ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებითაც ებრძოდა? - აღნიშნული შეკითხვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთმელიძემ, ამერიკელ ნევროლოგს, ემანუელ ლახანს, დაუსვა.

მიუხედავად ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისა შფოთვითი დეპრესიის გამო, სააკაშვილის სიტყვებით, მაინც ვერ ხდებოდა შფოთვის მოხსნა და ის დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ კონიაკს, 2 ბოთლამდე, ეს თუ იცოდით, ან ეს ჩანაწერი სად არის თუ იცით?

კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად დღეში 2 ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია? - თქვა ურთმელიძემ.

ექსპერტის თქმით, სააკაშვილთან მიმართებაში ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობის მიღების ფაქტი არ ყოფილა. 

მინდა, გითხრათ, რომ ისეთი ნივთიერებების მოხმარებაში, როგორიც არის ალკოჰოლი, განსაკუთრებით ცუდს ვერაფერს ვხედავ.

ეს მოხმარება არ ყოფილა ნორმის მიღმა და შესაბამისად, მე ეს არ ჩავთვალე მნიშვნელოვან ფაქტად, რომ მეხსენებინა ჩემს დასკვნაში - განაცხადა ემანუელ ლახანმა.

მსგავსი სიახლეები