რას ერევიან ჩემი ქვეყნის საქმეებში? - მეუფე იაკობის მორიგი თავდასხმა ევროპელ დიპლომატებზე

09.01.23 17:09
რას ერევიან ჩემი ქვეყნის საქმეებში? - მეუფე იაკობის მორიგი თავდასხმა ევროპელ დიპლომატებზე

რას ერევიან ჩემი ქვეყნის საშინაო საქმეებში? - ბოდბელი ეპისკოპოსის მორიგი თავდასხმა ევროპელ დიპლომატებზე.

მეუფე იაკობმა ქადაგების დროს ევროპარლამენტარებს საქართველოს მომავლის ოკუპაციაში დასდო ბრალი. 

ევროპარლამენტში ჩაბუდებული რამდენიმე ჩემთვის ნაცნობი დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს?

რუსმა ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამიკეთა, მაგენი კი საქართველოს მომავალს უკეთებენ ოკუპაციას, არ უნდათ, მსოფლიო თანხვედრაში ვიყოთ.

ვისზე ნაკლები ვართ, უკრაინელებზე?! თუნდაც იმ ქვეყნებზე, საიდანაც ესენი არიან, ბალტიისპირეთზე? ვისზე ნაკლები ვართ ისტორიით, კაცობით, ყველაფრით? რას ერევიან ჩემი ქვეყნის საქმეებში? 

ვინ უნდა შემარიგოს ვიღაცამ ბალტიისპირეთიდან? ვიღაცა როგორ უნდა მპირდებოდეს, ჩამოვალ და წავიყვანო? - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მსგავსი სიახლეები