სააკაშვილი წერილებს წერს, 5 ენაზე ლაპარაკობს, ფსევდოდემენციაში ხომ არ გეშლებათ? - პენიტენციური ნევროლოგს

09.01.23 18:04
სააკაშვილი წერილებს წერს, 5 ენაზე ლაპარაკობს, ფსევდოდემენციაში ხომ არ გეშლებათ? - პენიტენციური ნევროლოგს

რატი ბრეგაძის უწყებას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს დემენცია განუვითარდა.

ადამიანი წერილებს წერს, ეს არის დემენციის გამოხატულება? - ჰკითხა პენიტენციურის წარმომადგენელმა ნევროლოგს. 

ემანუელ ლახანიმ პენიტენციურს აუხსნა, რომ დემენციის დროს წერილების წერა შესაძლებელია.

დიახ, ეს შესაძლებელია. ძირითადი პრობლემები იქმნება ადამიანის აღმასრულებელი ფუნქციების გამოვლინებაში. დაზიანებულია მოკლევადიანი მეხსიერება. ყურადღება და ფოკუსირება. ის ნაწილია ტვინის დაზიანებული, რომელიც გამართულად ლაპარაკის შესაძლებლობას იძლევა

ურთმელიძემ ასევე დააზუსტებინა ამერიკელ ნევროლოგს ასევე ნევროლოგს დემენცია ფსევდოდემენციაში ხომ არ ეშლება.

5 ენაზე რომ ლაპარაკობს, ფსევდოდემენციაში ხომ არ გეშლებათ?

ამერიკელმა მედიკოსმა პენიტენციურს განუმარტა, რომ ფსევდოდემენციას ადგილი არ აქვს.

 

მსგავსი სიახლეები