სააკაშვილთან მოხდა პოლიფარმაცია, ერთდროულად მრავალი, შეუსაბამო წამლების გამოყენება - ამერიკელი ექსპერტი
საააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერ დროს შესაძლოა, ტრაგიკული შედეგი დადგეს - მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექსპერტის, ნევროლოგ ემანუელ ლახანის, მიერ გაკეთებულმა განცხადებამ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო.
რატი ბრეგაძის უწყების მიმართ ამერიკელი ექსპერტის მიერ გამოთქმული კიდევ ერთი მძიმე ბრალდება სააკაშვილის მკურნალობას ეხებოდა.
როგორც აღმოჩნდა, პატიმარ პრეზიდენტს 7 ისეთ მედიკამენტს აძლევდნენ, რომელსაც შესაძლოა, პაციენტზე უარყოფითი გავლენა მოეხდინა.
ლახანმა თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიფარმაციას, ანუ ერთდროულად მრავალი და შეუსაბამო წამლის გამოიყენებას, რაც თანამედროვე მედიცინაში დაუშვებელია. ყველა ამერიკელი ესპერტი ერთ დიაგნოზზე თანხმდება - სწრაფად პროგრესირებადი დემენცია, რომელმაც ყოველ წუთს შესაძლოა, პაციენტის გარდაცვალებით დასრულდეს.
უფრო ვრცლად მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ იხილეთ სიუჯეტში.