საქართველომ 2008 წელს გადმოცემული ,,ბუკების" დაბრუნებაზე უკრაინას უარი განუცხადა
,,ქართული ოცნების" კიდევ ერთი უარი ომში მყოფ უკრაინას და კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადი მოსკოვის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად - საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ სამხედრო დახმარებაზე კატეგორიული უარი უთხრა კიევს, ახლა კი იმ საბრძოლო იარაღის დაბრუნებასაც არ აპირებს, რომელიც უკრაინამ 2008 წლის ომის დროს მოგვაწოდა. საუბარია „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსებზე.
ოფიციალურმა თბილისმა ასევე უარი თქვა ამერიკის მიერ ნაჩუქარი ,,ჯაველინების" გადაცემაზე მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მზად იყო, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი საქართველოსთვის ახლით ჩაენაცვლებინა.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.