ენმ-ში კომპრომატებით ომი დაიწყო - ნიკა მელიას მნიშვნელოვანი არჩევნების წინ ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს
კომპრომატებით ომი ,,ნაციონალურ მოძრაობაში" - თავმჯდომარის არჩევნების წინ ნიკა მელიას ფარული ჩანაწერები გამოუქვეყნეს.
აუდიო ფაილში, რომლის წარმომავლობაც დაუდგენელია, ავთენტიკურობა კი დაუდასტურებელი, გამავრცელებლის, ჯაბა წულაძის, მტკიცებით, ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უხამსი ლექსიკით მოიხსენიებს.
ჩანაწერს მონტაჟის კვალი აშკარად ეტყობა. მისი გავრცელებიდან მალევე კი სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს იმის შესახებ საუბარი, რომ აუდიოფაილი არის ფრაგმენტაცია და ასახავს სხვადასხვა დროს გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟს.
ნიკა მელიას თანამოაზრეებმა აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან მა~ლევე გამოთქვეს ვარაუდი, ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან მელიას კონკურენტი, ლევან ხაბეიშვილი.
ჭაობი და ამაზრზენია იმის გავრცელება, რასაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ამაზე დიდი საზიზღრობა არ არსებობს. ეა არის ის, რისთვისაცვებრძვი ინვანიშვილს. ყველაფერი აზრს კარგავს ამი9ს შძემდეგ, სიტყვებიც არ მყოფნის - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
თავად ხაბეიშვილის ბანაკში კი აცხადებენ, რომ ეს არის რუსული ოცნების ხელწერა.
ვრცელდება გაურკვეველი წარმომავლობის ჩანაწერი, რომელიც არის რუსული ოცნების ხელწერა და ემსახურება ერთმანეთში დაპირისპირებას, გაყოფას, ცილისწამებას.
მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაავრცელოთ ეს ჩანაწერი და მეტიც, რეაგირების გარეშე დატოვოღ ეს სიბინძურე.
ჩვენ არ გვაინტერესებს მსგავსი ჩანაწერები, ნეგატივი და ცილისწამება- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.