პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი - ბაჩო დოლიძე ჩანაწერებზე
ვისი დაკვეთით გავრცელდა სკანდალური აუდიოფაილი, რომელიც სავარაუდოდ ნიკა მელიას ჩანაწერს ასახავს? ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე, პირდაპირ აცხადებს, რომ ეს არის მელიას კონკურენტის, ლევან ხაბეიშვილის, მიერ ორგანიზებული, რომელიც მიასვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.
სამწუხაროდ, ჭკუა ვერ ისწავლეს, ფატალურ შეცდომას უშვებენ - ამბობს ბაჩო დოლიძე.
რაიონიდან რაიონებში დადიოდნენ და ასმენინებდნენ ხალხს. რაც გუშინ მოვისმინე, ის კიდევ უფრო ამოჭრილი აღმოჩნდა. ეს არის ფაბრიკაციის ფაბრიკაცია.
ფარდის უკან ცდილობენ, სიტუაციებზე გავლენა მოახდინონ. ერთხელ უკვე ძალიან დიდი ფატალური შეცდომა აქვთ დაშვებული, ახლა მეორედაც უშვებენ, სხვებსაც აშვებინებენ.
ეს არის ის ბინძური იარაღი, რომელიც თავისივე საწინააღმდეგოდ გამოიყენა იმ ადამიანებმა, რომლებმაც სამწუხაროდ ჭკუა ვერ ისწავლეს.
პირდაპირ გეუბნებით, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს ლევან ხაბეიშვილი. მე რომ არ ვიცოდე ამ ჩანაწერების შესახებ და ეს იყოს ახალი ნიუსი, პირდაპირ გეტყვით, რომ სუსია.
თვენახევარია, ეს ჩანაწერები რაიონიდან რაიონში, სოფლიდან სოფელში მიდის, დაატარებენ.
,,ოცნებას" აწყობს ის, რომ ნიკა მელია იყოს დამარცხებული, რადგან სხვა შემთხვევაში სხვა ფორმაციის ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ბრძოლა მათთვის გაცილებით მარტივი იქნება - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
თავად ნიკა მელიას ჩანაწერის შესახებ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.