სამართლებრივი კონსულტაციები დაიწყო - ,,ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან ადვოკატები შევიდნენ
,,ვივა მედში" სამართლებრივი კონსულტაციები იწყება - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილს იმ მოწმეთა სიას აცნობს, რომელსაც ხვალ საქალაქო სასამართლო დაკითხავს.
დასაკითხ მოწმეთა შორისაა ნობელიანტი ექიმი, ორთოპედ-ტრამვატოლოგი ჯეიმს კობი, ასევე, გასტროენტეროლოგი, ამერიკელი ექიმი ფანკელი, რომელმაც რომელმაც მესამე პრეზიდენტს კახექსიის დიაგნოზი დაუსვა.
ხვალ სასამართლოზე დაიკითხებიან ნობელის პრემიის ლაურეატი ბატონი კობი და ასევე ფინკელი, რომელიც გახლავთ გასტროენტეროლოგი.
,,ვივა მედიდან'" გამოძახებული გვეყოლება ზურაბ ჩხაიძე, ნინო ნადირაძე, თამარ გავარაშვილი, ასევე სააკაშვილის მკურნალი ექიმი გასტროენტეროლოგი, დავკითხავთ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც დამოუკიდებლად დასვეს დემენციის დიაგნოზი. - განაცხადა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ.