არ მესმის, რატომ აკავშირებს საკუთარ თავს საქართველოს მთავრობა კრემლთან - ბენ ჰოჯესი

10.01.23 12:04
არ მესმის, რატომ აკავშირებს საკუთარ თავს საქართველოს მთავრობა კრემლთან - ბენ ჰოჯესი

საქართველოს მსოფლიო რუკაზე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და ეს არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია - ამ განცხადებას თბილისში მყოფი  ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური აკეთებს.

ბენ ჰოჯესი ამ წუთებში ქართველ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა  და ჟურნალისტებთან ერთად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობს. მთავარი თემა უკრაინის ომი და რუსული აგრესიაა.

ბენ ჰოჯესმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისფლება სწორედ უკრაინის მიმართ გამოჩენილი გულგრილობისთვის გააკრიტიკა.

საქართველოს მსოფლიო რუკაზე ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ალიანსი საქართველოსთან მჭიდრო კავშირშია. 

არ მესმის, რატომ აკავშირებს საკუთარ თავს საქართველოს მთავრობა კრემლთან. ვერ ვხედავ საქართველოსთვის ვერც ერთ პოზიტიურ შედეგს, თუ ის არ არის უკრაინის მხარეს. 

საჯაროდ განაცხადონ, უკრაინა კარგია, რუსეთი კი აგრესორი. არსებობს სანქციები და სხვადასხვა გზა ამის გასაკეთებლად, ეს მნიშვნელოვანია და არ არსებობს რისკი, რომ საქართველოს ომში ჩათრევა მოხდეს.

ქართველების უმრავლესობა სრულად უჭერს მხარს უკრაინას, ჩანს, რომ არსებობს დიდი სხვაობა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებსა და ხალხის ნებას შორის . ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სად გინდათ იყოთ - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

მსგავსი სიახლეები