გორის მერმა ხელფასების ზრდის შემდეგ საახალწლოდ მაღალი პრემიებიც დაარიგა

10.01.23 12:51
გორის მერმა ხელფასების ზრდის შემდეგ საახალწლოდ მაღალი პრემიებიც დაარიგა

ხელფასების 10%-იანი ზრდის შემდეგ გორის მერმა, ლადო ხინჩეგაშვილმა, თანამშრომლებს პრემიებიც დაურიგა.

100 ათასობით ლარი მერიიაში, საკრებულოსა და აიპებში დასაქმებულებზე გადანაწილდა,  თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობამ თანხები ვერ გამონახა საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის, სამაგიეროდ,  საახალწლო პრემიები ჩაერიცხათ კულტურის სააგენტოში. 

გორის კულტურის სააგენტო ის უწყებაა, სადაც ჯერ ბიტკოინების ქარხანა იპოვეს, შემდეგ კი ბუღალტერმა აზარტულ გასართობებში ბიუჯეტის ფული გადარიცხა.

ოპოზიციაში გორის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. გორის საკრებულოს ,,ნაცმოძრაობის" ფრაქციის დეპუტატი, შალვა სრესელი, აცხადებს, რომ გორის ხელისუფლება ბიუჯეტს საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით განკარგავს. 

ნებისმიერი კანონი მორალზე უნდა იყოს აგებული. როცა შენს თანამოძმეს უჭირს, შენ კი გაქვს 3-4 ათასი ლარი ხელფასი, ამავდროულად კი პრემიას იღებ, ეს არ მიმაჩნია მორალურად სწორად. 

ბიუჯეტი გახდილი აქვთ, როგორც უნდათ, ისე საჯიჯგნად - აცხადებს ენმ-ს დეპუტატი. 

 

მსგავსი სიახლეები