გიული ალასანიას პირველი კომენტარი ნიკა მელიას სკანდალურ ჩანაწერზე
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის სკანდალურ ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილის დედა არასერიოზულს უწოდებს.
"არ მინახავს არ მომისმენია. ეს არასერიოზულია ხალხო. სადა ვართ ბოლოს და ბოლოს“, - თქვა გიული ალასანიამ.
აუდიო ფაილი, რომელიც ნიკა მელიას სახელით სოციალურ ქსელში ვრცელდება 2016-2017 წლით თარიღდება და სავარუდოდ ოთხი სხვადასხვა დიალოგის მონტაჟის შედეგადაა მიღებული. "პირველებმა" "ნაციონალურ მოძრაობაში" კომპრომატებით ომის შესახებ ახალი დეტალები დაადგინა.
ფეისბუქზე გაურკვეველი წარმომავლობის აუდიო მასალის ატვირთვამდე, ამავე შინაარსის აუდიო ფაილის უფრო ვრცელი ვარიანტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და მხარდამჭერებს ეგზავნებოდათ.