სუსის, ან რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა - ხაბეიშვილის ბანაკი კომპრომატების გავრცელებაში მონაწილეობას უარყოფს

10.01.23 13:39
სუსის, ან რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა - ხაბეიშვილის ბანაკი კომპრომატების გავრცელებაში  მონაწილეობას უარყოფს

სუსის, ან რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის ბანაკი, ენმ-ში დაწყებულ კომპრომატების ომში მონაწილეობას უარყოფს.

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მთავარი საზრუნავი დღეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენაა და არა გაურკვეველი წარმოშობის ფაილების განხილვა. 

არანაირ შინაარსში არ შევალ, ყოვლად მიუღებელია აუდიოჩანაწერების, თან ასეთი ფორმით გავრცელება. ეს არის სამარცხვინო და ამაზრზენი, თუ ვინმეს ჩვენს მიმართ ეჭვებს გამოთქვამს.

ეს შეიძლება, იყოს სუსის ხელწერაც, რუსული სპეცსამსახურების ხელწერაც.

ფაქტია, დღეს მთავარი საზრუნავი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ ამ საკითხზე.

ამიტომ რაც ნაკლებ დროს დავუთმობთ ამ გაურკვეველი წარმოშობის ჩანაწერებს, მით უკეთესი იქნება - აცხადებს ირაკლი ნადირაძე. 

სოციალურ ქსელში ნიკა მელიას საუბრის ამსახველი აუდიოფაილი გუშინ გავრცელდა.  

მსგავსი სიახლეები