სააკაშვილს დემენციის და კახექსიის გართულებები გამოუვლინდა - ხაჭაპურიძე

10.01.23 13:38
სააკაშვილს დემენციის და კახექსიის გართულებები გამოუვლინდა - ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა ბოლო საათებში კიდევ უფრო დამძიმდა. სააკაშვილს დემენციის ახალი სიმპტომები გამოუვლინდა.  ეს ინფორმაცია "ვივა მედიდან" პრეზიდენტის ადვოკატმა გამოიტანა.

შალვა ხაჭაპურიძეს სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავი კლინიკის ექიმმა დაუდასტურა. 

“სახეზეა დემენციის და კახექსიის გარკვეული გართულებული. როგორც ჩანს გუშინ უსმინეს ექიმ ლახანის ჩვენებას და ისინი ეთანხმებიან ამერიკელ ნევროლოგს. 
ექიმები დაბარებულები არიან სასამართლო პროცესზე. წინასწარ არ ვამბობ ვინ იქნება დაბარებული, რადგან შეიძლება ზეწოლა მოხდეს ნებისმიერ თანამშრომელზე", - ამბობს ხაჭაპურიძე. 

 

მსგავსი სიახლეები