ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტის შესახებ მარტივი პროპაგანდაა საზოგადოების მოსატყუებლად - ტედ ჯონასი

10.01.23 14:17
ღარიბაშვილის განცხადება ანაკლიის პორტის შესახებ მარტივი პროპაგანდაა საზოგადოების მოსატყუებლად - ტედ ჯონასი

ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩაშლა და საქართველოს ხელისუფლების განცხადება, პროექტში 51%-იანი თანამონაწილეობის შესახებ - თბილისში მყოფი  ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა და ამერიკელ სპეციალისტთა გუნდმა ანაკლიის პორტის საკითხზე საგანგებო შეხვედრა გამართა.

რატომ დაინტერესდა ამერიკელი გენერალი ანაკლიის პროექტით? -  ეს სავარაუდოდ პრემიერ ღარიბაშვილის დაპირებამ გამოიწვია, რომელმაც დააანონსა, რომ სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის პროეცესში ახალი ინვესტორი შემოვა. ეჭვები რუსეთთან დაახლოებულ ბიზნესმენზეა.

ბენ ჰოჯესთან გამართულ შეხვედრა ესწრებოდნენ საერთაშორისო პროექტების კოორდინატორებიც, მათ შორის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს წევრი, ტედ ჯონასი.

ჯონასმა მედიას დაუდასტურა, რომ დღეს გაიმართება შეხვედრა ,,ლელოს" ლიდერებთან, რომლის მიზანიც იქნება, მონახონ პრობლემის გადაწყვეტის გზები, როგორ დაიწყონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. 

ტედ ჯონასი აცხადებს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტიის მშენებლობას 51%-იანი მფლობელობით აპირებს, პოპულისტური და მცდარია.

საქართველო მნიშვნელოვან შესაძლებლობას კარგავს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლით. რაც შეეხება საქართველოს პრემიერის განცხადებას, რომ ისინი ააშენებენ ანაკლიის პორტს 51%-იანი თანამონაწილეობითა და მფლობელობით, ეს ცარიელი პროპაგანდაა.

პირველ რიგში, მთავრობას ამდენი ფული და რესურსი არ აქვს, მეორე, შეუძლებელია სანდო და ავტორიტეტული ინვესტორის პოვნა, ვინც მოისურვებს, ფული ჩადოს პორტში, სადაც წილების უმრავლესობა სახელმწიფოს ხელში იქნება. ეს მარტივი პროპაგანდაა საზოგადოების მოსატყუებლად, თითქოს წარმოაჩინონ, რომ მათ სურთ ანაკლიი პორტის პროექტის განხორციელება - განაცხადა ტედ ჯონასმა. 

მსგავსი სიახლეები